LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმიდან ყაზახეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები დაინიშნა

2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ყაზახური ავიაკომპანია SCAT Airlines აქტაუდან ბათუმის მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განახორცილებს. სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადი შესაბამისად, ფრენები კვირაში 3 სიხშირით, შემდეგი განრიგით შესრულდება:

აქტაუ – ბათუმი – აქტაუ, 6 ივნისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.