LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯო ბაიდენი: პუტინის ქცევის შეცვლის არანაირი “გარანტია” არ არსებობს

აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებით, არ არსებობს ”გარანტია” ვლადიმირ პუტინის ქცევის შეცვლის. ჯო ბაიდენის ამ განცხადების შესახებ CNN-ი წერს.

”არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ შეგიძლია შეცვალო ადამიანის ქცევა”, – თქვა ბაიდენმა.

მისივე განცხადებით, ავტოკრატებს აქვთ უზარმაზარი ძალა და მათ არ სურთ უპასუხონ საზოგადოებას.

კითხვაზე, თუ რატომ მიიჩნევს, რომ პუტინი არ შეცვლის ქცევას აშშ-ს ყველა ქმედების საპასუხოდ, ბაიდენმა ღიმილით უპასუხა: “ის ვლადიმირ პუტინია” და დასძინა, რომ ამ საკითხზე მეტს არაფერს იტყვის.

“მასთან ჯდომა მომიწევს და სიამოვნებით ვისაუბრებ ამის შემდეგ”, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას ამხნევებს პუტინის განცხადება, რომ რუსეთი მზადაა კიბერდამნაშავეების ექსტრადირებისთვის, თუ შეერთებულმა შტატებმაც იგივე გააკეთა.