„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერები სამდღიანი სამიტის შედეგად, რუსეთს მიმართავენ მოწოდებით, შეწყვიტოს მადესტაბილიზებელი მოქმედება. ამის შესახებ საუბარია ლიდერების მიერ მიღებულ საერთო კომუნიკეში, რომლის ტექსტსაც სააგენტო „ბლუმბერგი“ აქვეყნებს.
აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ აქვთ ინტერესი, იქონიონ მოსკოვთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა.
შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ გაააქტიურონ ბრძოლა დეზინფორმაციასთან და კიბერდანაშაულთან, განსაკუთრებით ჰაკერული საქმიანობის წინააღმდეგ ვირუსების გამოყენებით.
„ვადასტურებთ, რომ დაინტერესებული ვართ რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობაში და განვაგრძობთ ურთიერთქმედებას იქ, რომელ სფეროში გვაქვს ურთიერთინტერესი. ვადასტურებთ რუსეთისადმი ჩვენ მოწოდებას, შეწყვიტოს თავისი მადესტაბილიზებელი ქმედებები, მათ შორის სხვა ქვეყნების დემოკრატიულ სისტემებში და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე ვალდებულებები ადამიანის უფლებათა კუთხით“, – ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ კომუნიკეში.
