6 წლის ბავშვი, რომელსაც დედა და მამინაცვალი აწამებდნენ, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს ასევე არასრულწლოვნის ძმა.
ადვოკატის განმარტებით, ხვალ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძების შეფარდების სხდომა გაიმართება. სხდომაზე დაცვის მხარე, აპირებს ბრალდებული ა.ს.-ს აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობის დაყენებას.
„საქმეზე არ არის არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის საკითხს. თქვენ იცით, რომ ორივე დაკავებულს წარდგენილი აქვთ ბრალი წამების მუხლით და ეს ფაქტი არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებებითა და მოწმეების ჩვენებებით, თუნდაც ბავშვის ჩვენებით. შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას და მისი დაკავებიდან გათავისუფლებას მოვითხოვთ,“- განაცხადა მუხრან ღურწკაიამ.
შეგახსენებთ, რომ დედას და მამინაცვალს, რომლებიც 6 წლის ბავშვს სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ და რამდენიმე დღე საკვებს არ აძლევდნენ, პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.
შვილის წამებისთვის დაკავებულ დედას და მის მეუღლეს ბრალდება წარედგინათ
