საქართველოში ე.წ. ინდური შტამის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ დრომდე ქვეყანაში “ინდური შტამის” 20 შემთხვევაა დადასტურებული.
„18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ ორი შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი „ინდურ შტამს“, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ „ბრიტანული“ და „ინდური“ შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
