მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ამირან გამყრელიძის გადადგომის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უარყოფს.
როგორც პრესამსახურში აღნიშნავენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
ბატონი ამირანი ისევ ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, – აცხადებენ NCDC-ში.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თანამდებობიდან მიდის.
