ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება, – ამის შესახებ დაავადებათ კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე განაცხადა.
გამყრელიძემ დაასახელა 3 ძირითადი მიზეზი, რის გამოც, მისი მოსაზრებით ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გართულდა:
- შემსუბუქდა რეგულაციები და დაცული არ არის რეკომენდაციები დაცული.
- გახშირდა დიდი შეკრებები.
- ევროპაში ცირკულირებს დელტა შტამი.
გამყრელიძის თქმით, მაისის შემდეგ იკლებდა დაავადებულთა ინფიცირების რაოდენობა, სამწუხაროდ ერთი კვირაა არ იკლებს ეს რაოდენობა და დადებითობის მაჩვენებელი დღეს უკვე 4.64%-ია.
„პოზიტიური მხოლოდ ისაა, რომ სიკვდილიანობის რიცხვი კლებულობს.
შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ისაა, რომ დავიცვათ რეკომენდაციები – ღია სივრცეში, სადაც ბევრი ხალხია, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჩავიტაროთ ვაქცინაცია.
თუ არ გვინდა, შეზღუდვები გამკაცრდეს, რეგულაციები უნდა დავიცვათ“. – აღნიშნა გამყრელიძემ
