LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა: ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი ქადაგიშვილს მიაჩნია, რომ „ჯვარი და ევროკავშირის დროშა ძალიან კარგი შეხამებაა“. ამ განცხადებით, მან ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, „უნდა დარჩეს თუ არა პარლამენტთან ჯვარი, რომელიც „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა აღმართეს“.

ქადაგიშვილის განმარტებით, ხელოვნური კონსფლიქტების შექმნას ტავი უნდა დავანებოთ, რადგან ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სხვა მიზნები აქვს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორია ზოგადად, ეს არის ჯვართან დაკავშირებული ისტორია და ჩვენი ქვეყნის მომავალი იქნება ჯვართან დაკავშირებული და ამავე დროს ევროკავშირთან დაკავშირებული. ჩვენ როცა ქრისტიანულ სახელმწიფოდ ვყალიბდებოდით, მაშინ ყალიბდებოდა ევროპაც ქრისტიანულ სახელმწიფოდ, ცოტა ადრე თუ გვიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვფიქრობ, ეს ერთობა უნდა გაგრძელდეს მომავალშიც. დანარჩენი, რომ ჩვენ დავიწყოთ ვნებათაღელვა, მოვიდეს ვიღაც და ამ ჯვრის აღება მაინცდამაინც ახლა მოინდომოს და ამას მოჰყვეს მეორე მხრის მოსვლა და კიდევ დაპირისპირების კერის შექმნა არ არის სწორი, დავანებოთ ხელოვნურად კონფლიქტების შექმნას თავი. ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას სხვა მიზნები და მოთხოვნები აქვს. არც ერთი აქცია, რომელიც არ არის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, არ იწვევს მხარდაჭერას მოსახლეობაში, აღიზიანებს ჩვენს მოსახლეობას. დავანებოთ თავი ისეთი თემების ხელოვნურად შემოტანას , რომელსაც შემოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის არასასურველი იმიჯი, მოსახლეობაში დაპირისპირების გაღრმავება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.