LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან კობიაშვილს შალკემ დაბადების დღე ქართულად მიულოცა

საქართველოს ნაკრების რეკორდსმენი, ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელსაც ნაკრების მაისურით 100 მატჩი აქვს ჩატარებული დღეს 44 წლის გახდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს დაბადების დღე გერმანულმა შალკე 04-მა ქართულად მიულოცა.

ლევან კობიაშვილი წელს ასევე შალკე 04-მა კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ლეგიონერთა 11-ეულში შეიყვანა.

ცნობისთვის, ლევან კობიაშვილი გელზენკიხერელთა რიგებში 2003-2010 წლებში თამაშობდა და 168 მატჩში 9 გოლი გაიტანა.