LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის პროცესი 12 ივლისს დაიწყება

დღეს „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.

„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრის პროცესი კი 12 ივლისს დაიწყება.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციითვე, რეგისტრაცია შეუძლია ყველას პირველი დოზიდან 4 კვირის შემდეგ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522.