LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდებული 4 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები რომეო კეკუტია, გიორგი ნასყიდაშვილი, თედო ბურდული და გიორგი კახიანი ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.

პროკურატურამ მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარუდგინა

სამართალდამცველებმა რომეო კეკუტიამ, გიორგი კახიანმა, თედო ბურდულმა და გიორგი ნასყიდაშვილმა 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა. ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.