ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს.
ეს ბრაზი სად წავიღო ??- წერს გარდაცვლილის მეუღლე.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
პასუხისმგებლობას ვაყენებ, როგორც პოლიტიკოსების, ისე სამართალდამცავი ორგანოების: ნინო ლომჯარია
კალაძე: კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს
შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.
შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.
