LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლია შსს-ს: არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა! ყველამ ნახა, რა დღეში ჩააგდეს ლექსო

ინგა გრიგოლია ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აფრთხილებს, არ გაბედოს მიცვალებულის შეურაცხყოფა.

აბსანძე შსს-ს: ეს რა იკადრეთ, თქვენი დედა მოვ**ან

“სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც მედიას კლავენ. მოვისმინე შსს-ს განცხადებები, არ გაბედოთ მიცვალებულის შეურაცხყოფა, ამას ვაფრთხილებთ! მთელმა ქვეყანამ ნახა, რა მდგომარეობაში ჩააგდეს, რა მძიმედ იყო. რაც არ უნდა მობოდონ ახლა თავიანთი გამოძიებით, არავის აინტერესებს.

ეს გამოძიება თავიდანვე ეჭვქვეშ იცით რატომ დავაყენეთ? იმიტომ, რომ მთელმა ქვეყანამ ნახა მიცვალებული როგორ ჩადეს ცელოფანში, სირბილით შეიყვანეს ლიფტში, გაიჭედა ლიფტი, გამოიყვანეს… ახალი სპეცოპერაცია მოუწყეს ლექსოს. არავის აინტერესებს გამოძიების პასუხი. მთელმა ქვეყანამ იცის აქ 5 ივლისს რა მოხდა. ეყოთ გამბედაობა, პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ხელისუფლებამ. პრემიერი, რომელმაც 5 ივლისს, დილით, თავისი განცხადებით მწვანე აუნთო მოძალადეებს, უნდა გადადგეს” – აცხადებს ინგა გრიგოლია.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი