LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: “საათები აქვს დარჩენილი “ოცნებას”, სალაპარაკო არაფერია, მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს!”

იქნება მშვიდობიანი, უწყვეტი აქციები პარლამენტთან, საათები აქვს დრო “ოცნებას”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ქართული ოცნების ოფისთან განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგეს.

„აქ სალაპარაკო ნაკლებია. მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა პირდაპირ სიკვდილის ბრიგადა ან მოძალადე, არამედ „ქართული ოცნება“.

ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არსებობს ამ ეტაპზე. მთლიანად მთავრობა უნდა გადადგეს და ყველანი, სადაც არ უნდა ვიყოთ – თბილისიდან გასული და ა.შ., ვბრუნდებით თბილისში და მთელი თბილისი გამოდის რუსთაველზე დღეს, 6 საათზე. ასევე უნდა მოვიდნენ აქ, მოძალადეების ოფისთან“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიასა და ელენე ხოშტარიას “ქართული ოცნების” ოფისთან მისვლას ხმაური მოჰყვა