„ქართული ოცნების“ ოფისში, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, ოპოზიციის ლიდერები ნიკა მელია და ელენე ხოშტარია მივიდნენ. ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აპირებს შევიდეს “ქართული ოცნების” ოფისში.
მისი თქმით, „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მთავრობამ უნდა აიღოს და მთელი მინისტრთა კაბინეტი გადადგეს.
„აქ სალაპარაკო ნაკლებია. მოვედით მე და ელენე და ვაპირებთ შესვლას. ეს არ არის ხელისუფლება. მოძალადეობრივმა ჯგუფმა სახელად დაირქვა არა პირდაპირ სიკვდილის ბრიგადა ან მოძალადე, არამედ „ქართული ოცნება“.
„ქართული ოცნების“ ოფისთან ხმაურია.”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ცდილობს ოფისში შესვლას, თუმცა პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს.
