„ივანიშვილი დარწმუნდება, რომ მას მოუწევს ღარიბაშვილის, ყველაზე ექსკლუზიური მონის, გადაყენება”,- ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანმა განაცხადა და საზოგადოებას დღეს, პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდა.
“მნიშვნელობა არ აქვს, ახლა ჩვენ სად ვდგავართ, ვის რა პოზიცია გვაქვს, მგონია, რომ ყველას ერთი შეფასება გვაქვს, რომ ეს ის ამბავია, რომელიც არ უნდა გაუვიდეთ, რაღაც წითელი ხაზი არსებობს, ვფიქრობ, ეს წითელი ხაზია, ამიტომ დღეს ყველანი უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან და უნდა ვიდგეთ მანამ, სადამ ღარიბაშვილი არ წავა თავის გომელაურთან ერთად”,- აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.
პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს: არასამთავრობოების განცხადება
ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს: პრეზიდენტი
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.
