LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო: ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“უდიდეს გულისტკივილს გამოვხატავ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ეს არის წარმოუდგენელი ტრაგედია. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ოჯახს, ახლობლებს, “ტვ პირველის” კოლექტივს და მთელ მედია საზოგადოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას უმოკლეს ვადებში მიეწოდება სრულყოფილი ინფორმაცია”,-წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.