LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელენე ხოშტარიამ მთავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შეასხა

მოძრაობა “დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობას წითელი საღებავი შეასხა.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

დღეს პარლამენტის შენობასთან, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.