LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები? – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე ტელეკომპანია „ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას ეხმაურება

„ვინც გავეშებული ბრბო არ გაანეიტრალა და ხალხს მიუქსია, კმაყოფილია ალბათ შედეგით, ამ საღამოსაც იცეკვებენ გამარჯვებული, მაღალი ზნეობის ქართველები? ნაცემი ოპერატორი გარდაცვლილა. ჩვენ ხომ მხოლოდ ერთმანეთზე ვიმარჯვებთ, როგორც ჭეშმარიტ სულიერ იმპოტენტებს სჩვევიათ,“- წერს ფანჯიკიძე.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.