LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის გადადგომის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართება

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნის აქცია გაიმართება, რომლიც მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ.

აქციის ორგანიზატორები მოითხოვენ: ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას, გარდაცვალების ფაქტის გამოძიებას დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართვით და ყველა იმ მოძალადის დაკავებას და კანონის სრული სიმკაცრით დასჯას, რომლებიც ლექსოს დაესხნენ თავს!

აქცია 18:00 საათზე დაიწყება.

“ტვ პირველის” ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა დღეს დილით გარდაიცვალა, მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ლაშქარავამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ კვირეულში სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.