LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხობის მუნიციპალიტეტში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარს ადასტურებენ, თუმცა, რა მუხლით დაიწყება გამოძიება ეს, ჯერჯერობით უცნობია.