LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად ჟურნალისტები აქციას მართავენ

მთაწმინდის პარკში „ქართული ოცნების“ დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენის პარალელურად, ჟურნალისტები აქციას მართავენ.

ამ დროისთვის, ჟურნალისტები ტაბახმელა-კოჯორის გადასახვევთან არიან შეკრებილი, სადაც სამართალდამცველები არიან მობილიზებული და სპეციალური საშვის გარეშე მთაწმინდის პარკის მიმართულებით არავის უშვებენ.

მედიის წარმომადგენლები 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა სპეციალური ბანერები გაშალეს წარწერით – „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა;“ „როდის გადადგებით ბატონო ირაკლი,“ „დაისაჯონ დამნაშავეები.“

ჟურნალისტები ადგილზე გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას ფოტოებით და სპეციალური მაისურებით მივიდნენ.

ფოტო: „ინტერპრესნიუსი“