LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეპიდსიტუაცია რთულდება, ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ძალიან სერიოზულია: ამირან გამყრელიძე

“სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ძალიან სერიოზულია”,-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოე’ბრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ “რუსთავი2”,-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ რეგულაციები დაიცვას.

“სამწუხაროდ, ეპიდსიტუაცია სულ უფრო და უფრო რთულდება. ზეწოლა ჯანდაცვის სექტორზე ძალიან სერიოზულია. დაახლოებით 24000-მდე აქტიური შემთხვევაა დილის მონაცემებით. საავადმყოფოების გადატვირთვა სახეზეა უკვე და ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ მოსახლეობამ და ჩვენ ერთად დავიცვათ რეგულაციები,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.