ჩინეთში, სადაც ტაიფუნს ელოდებიან ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
მეტეოროლოგები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ტაიფუნი 145 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს და ის ჩინეთის აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერ წვიმასა და წყალდიდობას გამოიწვევს.
დაიკეტა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, პარკები და მუზეუმები, შეჩერებულია ფრენები.
ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს.
