LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა

ინდოეთში ძლიერი წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში მომხდარი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში.

წყალდიდობისა და მეწყერით გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად ქვეყნის დასავლეთ შტატებში ეროვნული ჯარი, საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა და კატასტროფაზე რეაგირების ეროვნული ძალები სამაშველო ოპერაციებს ატარებენ.