LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მიულოცა ბასილაშვილს გერმანელმა საცოლემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება

ნიკოლოზ ბასილაშვილს გერმანელმა საცოლემ, შარლოტა ჰელენამ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება სოციალურ ქსელში მიულოცა.

მან ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ბასილაშვილია აღბეჭდილი და დააწერა: “შენით ვამაყობ”.

ცნობისთვის, ტოკიო 2020-ის პირველ დღეს საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიდან წარმატებულად დაიწყო ასპარეზობა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველი ჩოგბურთელი პირველ შეხვედრაში ესპანელ ბაენას დაუპირისპირდა და მარტივად, ორ სეტში სძლია.