LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო:მხურვალე კოცნა და ბედნიერი 52-ე იუბილე – “ბენიფერი” იახტით რომანტიკულ მოგზაურობაში გაემართა

სულ ცოტა ხნის წინ, ჯენიფერ ლოპესმა 52-ე დაბადების დღე იზეიმა. “ბენიფერის” გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ წყვილი იუბილეს ერთად იზეიმებდა და მართლაც, ლოპესმა და აფლეკმა რომანტიკული უქმეები საფრანგეთის დასავლეთით, იახტაში გაატარეს.

ჯეი ლოს “ინსტაგრამზე” პირველი ერთობლივი ფოტოებიც გამოჩნდა. ის და ბენი ერთმანეთს მხურვალედ კოცნიდნენ და ეხუტებოდნენ.

ჯენიფერს წითელ და ყვითელ ფერებში გადაწყვეტილი ბიკინი ეცვა, ზემოდან კი “დოლჩე და გაბანას” მოსასხამი ჰქონდა მოცმული. იუბილარის “ლუქს” დიდი ზომის ქუდი ასრულებდა.

 

 

Посмотреть эту публикацию в Instagram

 

Публикация от Jennifer Lopez (@jlo)