LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Ford–ის მფრინავი ავტომობილი, რომელიც 8 წლის ბავშვებმა მოიფიქრეს

Ford–ის ბრიტანულმა დანაყოფმა 2030 წლის ავტომობილის პერსპექტივა გამოაქვეყნა. კონცეპტს სახელად Future Generation ჰქვია და ის 8 და 9 წლის მოსწავლეებთან თანამშრომლობის შემდეგ შეიქმნა. ბრენდის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ეს ბავშვები იქნებიან კიდეც სრულად ელექტრონული მსოფლიოს პირველი მძღოლები. პატარა რესპონდენტთა უმრავლესობას უპილოტო სისტემა ხიბლავს და ასევე მფრინავ ავტომობილზეც არ იტყოდა უარს.

„ფორდის“ მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ბრიტანეთის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები გამოჰკითხეს. სპეციალისტებმა 8–9 წლის ბავშვები შეარჩიეს, რადგან თვლიან რომ სრულად ელექტრიფიცირებული სამყაროს პირველი მძღოლები სწორედ ისინი იქნებიან. რესპონდენტთა 79%–მა განაცხადა რომ 2030 წლის იდეალური ავტომობილი ელექტრონული უნდა იყოს. თუმცა, აღმოჩნდნენ ისეთებიც ვისაც კლასიკური ძრავაც ძალიან ხიბლავს. ბენზინის აგრეგატს ხმა 17%–მა მისცა, ხოლო დიზელს – 10%–მა.

რესპონდენტთა უმრავლესობა შეთანხმდა იმაზე, რომ მომავლის ელქტროქარი ჰაერში უნდა გადაადგილდებოდეს. სხვა ოფციებს შორის მოსწავლეებს ავტოპილოტის სისტემა, კომფორტული სავარძლები და მძლავრი აკუსტიკაც სურთ. ძარის ყველაზე პოპულარულ ფერად შავისა და წითლის გამა დასახელდა და „ფორდის“ მთავარმა დიზაინერმა ეს იდეა მალევე რეალობად აქცია.