Toyota–მ ახალი პიკაპი tundra საკმაოდ უჩვეულო მეთოდით შეამოწმა – სატვირთოს ძარაზე 4 მეტრის სიმაღლიდან 227 კილოგრამი წონის ტვირთი ჩამოაგდეს. ექსტრავაგანტურ ტესტს ძარის ახალი გადახურვის უპირატესობები უნდა ეჩვენებინა.
ბრენდის ჩანაფიქრმა გაამართლა, რამეთუ ძარამ დარტყმას არაჩვეულებრივად გაუძლო. ვიდეოშიც როგორც ჩანს, ძარას დეფორმაცია არ განუცდია, თუმცა Toyota–ს ექსპერიმენტის შემდგომი ფოტოები არ გამოუქვეყნებია, რაც სკეპტიკოსებს გარკვეულ კითხვებს უჩენს.
შეგახსენებთ, რომ ახალი Toyota Tundra კონკურენტებს არც მახასიათებლებით და არც შესაძლებლობებით არ ჩამორჩება, თუმცა მისი გაყიდვების მაჩვენებელი საწყისს ფასზე იქნება დამოკიდებული. ამერიკელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ პიკაპის ფასი, რომელსაც ჰიბრიდული აგრეგატიც კი არ აქვს, სავარაუდოდ 36 ათასი დოლარი იქნება.
