LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იცის მდინარაძემ, ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა: ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე დღეა საქართველოშია. ამის შესახებ ენმ-ს ერთ-ერთმა წევრმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა და თქვა, „ქართულ ოცნებაში“ ახლა პანიკაში არიან.

„მიხეილ სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა საქართველოშია – ეს ჩემი ინფორმაციაა, რა თქმა უნდა. თუ დამიბარებენ, შემიძლია მოვუყვე რა გზებით შემოვიდა – ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით…

ისინი არ იცნობენ მიხეილ სააკაშვილს, ვინც ამას ამბობს და ახლა ხომ ხვდებით რა პანიკაში არიან, უბრალოდ უნდათ, რომ მოქალაქეებს დააჯერონ, რომ საქართველოში არ ჩამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, რა იცის მდინარაძემ, ნახევარი საათის წინ გაიღვიძა, უკრაინაში ვინ რა საზღვარი გადმოკვეთა, საიდან წამოვიდა, ან როდის“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მდინარაძე სააკაშვილზე: დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია – არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება