LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ნინო ჩხეიძემ „კრუელას“ კაბა მოირგო

მომღერალი ნინო ჩხეიძე საკუთარ ჩაცმულობასა და სასცენო კოსტიუმებს ძალიან დიდ ყურადღბას უთმობს. ახლახან მან საზოგადოება ისევ აალაპარაკა, როდესაც ისრაელში, კერძოდ, ქალაქ აშდოთში გამართულ კონცერტზე „კრუელას“ მსგავსი კაბით წარდგა.

„კრუელა“ „დისნეის“ ახალი ფილმია, სადაც ცნობილი გმირის როლს ემა სტოუნი განასახიერებს. ფილმში ძალიან სახასიათო კოსტიუმებია გამოყენებული, რომლებიც „ოსკაროსანი“ დიზაინერის Jenny Beavan-ის ნახელავია. როგორც ჩანს, ნინოს ეს დიზაინი ძალიან მოეწონა და იგივე კაბა შეაკერინა.

ანრი ჯოხაძემ ნინოს შემდეგი კომენტარი დაუწერა: „ამ ვიდზე შეგიძლია ყველაფერი გაბედო“.

მომღერალმა არაერთი კომპლიმენტი მიიღო.