„დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით, მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება არის შეუძლებელი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი თქმით, გასაკვირია ზოგიერთი მედიასაშუალების სერიოზული დამოკიდებულება ექსპრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით.
თუ „მწვანე“ გზებითა და ტყე-ტყე იარა, არ ვიცი, კომიკურად გამოიყურება: სარჯველაძე სააკაშვილზე
„ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა. ახლა, სადღაც შემძვრალი იმალება და იქიდან გეგმავს რაღაცებს. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია. არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ უკვე საქართველოშია, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს
სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს: აი ეს არის ჩემი ბათუმი, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება
