LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა ღარიბაშვილს: ბრიყვი და უვიცი რომ არ იყოთ გეცოდინებოდათ – როცა პატიმარი შიმშილობს ის ფიზიკურად ძაბუნდება, მაგრამ როგორც არასდროს სულიერადაა მტკიცედ

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში ჩაჯდომის შემდეგ შეიცვალა.

ღარიბაშვილი: სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა, “ნაციონალურ მოძრაობაში” შფოთავენ

როგორც უგულავა წერს, მან პრემიერს სოციალურ ქსელში კომენტარიც დაუწერა, თუმცა წაშლილი დახვდა. უგულავა მთავრობის მეთაურს კოტე ყუბანეიშვილის ლექსით პასუხობს.

„რადგან კომენტარი წაშალეთ აქედან გპასუხობთ თქვენს დილის პოსტზე. შიში გალაპარაკებთ, სირცხვილი ისედაც არასდროს გქონიათ.

ბრიყვი და უვიცი რომ არ იყოთ გეცოდინებოდათ – როცა პატიმარი შიმშილობს ის ფიზიკურად ძაბუნდება, მაგრამ როგორც არასდროს სულიერადაა მტკიცედ.

ხოლო როცა პრემიერი პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ღლიცინებს, მასზე პასუხი კი დაგიწერეთ და აქაც გაახლებთ კოტე ყუბანეიშვილის ლექსს. ლექსის ბოლო შეგიძლიათ მოიძიოთ?,“- წერს გიგი უგულავა „ფეისბუქზე“ და ლექსს აქვეყნებს.