LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებთანაა: ნორვეგიის საელჩო

ნორვეგიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

“ჩვენი ფიქრები ახლა დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებთანაა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ, და დიდ პატივისცემას გამოვხატავთ სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიმართ, გაწეული თავდაუზოგავი სამუშაოებისთვის”, — ნათქვიამია საელჩოს განცხადებაში.