LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელეა: კახა კალაძე Ipsos-ის კვლევაზე

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ Ipsos-ის კვლევას პასუხობს და სისულელეს უწოდებს.

“გაყალბებული, გვარამიას კაბინეტში ნაჯღაბნი რაღაც სისულელეა”, – განაცხადა კალაძემ.

ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

„ყველა ოლქში, სადაც მეორე ტური იმართება, დამაჯერებლად და ღირსეულად გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.