“ევროპული საქართველოს” რუსთავის ორგანიზაციის სიის ოთხმა წევრმა პარტიის რიგები დატოვა. ისინი “ქართულ ოცნებას” შეუერთდნენ.
მათი განცხადებით, თავიდანვე ემიჯნებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” და ახლა, როცა ლაცაბიძესა და კირკიტაძეს შორის დადგა არჩევანი, ნინო ლაცაბიძის საარჩევნო პარტიას შეუერთდებიან მხარდასაჭერად.
“დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ვტოვებთ ,,ევროპული საქართველოს“ რიგებს და ვუერთდებით ,,ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატ ნინო ლაცაბიძის კამპანიას. რადგან არჩევანი მეორე ტურში უნდა გავაკეთოთ კირკიტაძეს და ლაცაბიძეს შორის, მივიღეთ ადეკვატური გადაწყვეტილება, რომ შევუერთდეთ ნინო ლაცაბიძეს. გვაქვს არჩევანი კირკიტაძესა და ლაცაბიძეს შორის, კირკიტაძე, რომელიც თავისი მოქმედებით, თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ეს ყველაფერი გამოიყენა სათავისოდ, ამაზე ფაქტებიც მეტყველებს, ხალხზე ჩამორთმეული ქონებები, რუსთავის ავტობაზრობა, სტამბულის ბაზრობა, რომელიც მერე თავის დაქვემდებარებაში მყოფ ხალხზე ფორმდებოდა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ კირკიტაძე არ იზრუნებს რუსთაველებზე, მისი მთავარი მიზანი არის ერთადერთი, რომ ქალაქი ისევ ხელში ჩაიგდოს”, – განაცხადა ლაშა მჭედლიძემ.
