LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილის მორიგი მიმართვა ციხიდან: თითოეულ თქვენს ხმაზეა დამოკიდებული, ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მორიგ მიმართვას ავრცელებს და განმარტავს, რატომ შიმშილობს.

“რატომ ვშიმშილობ?
იმიტომ რომ ჩემი ხმა ჩაახშეს სატელეფონო ზარების აკრძალვით, ჩემს პოზიციას ხმამაღლა ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ სასამართლოში არ მივყავარ უკვე ერთი თვეა. ფანჯრიდან ერთხელ გადმოვიხედე და მთელი სართული დაგმანეს და შორიდან დაიწყეს ჩემი ტარება. იმიტომ რომ არ არის დაცული არცერთი სამართლებრივი ნორმა, თქვენ გაშინებდნენ სააკაშვილით, აი, ჩამოვა და დაერევაო, სინამდვილეში, ჩამოვედი უხმაუროდ, თავი ავარიდე პროვოკაციას, უხმაუროდ ჩავბარდი და ვშიმშილობ სამარტოო საკანში. ასე მოვიქეცი იმიტომ, რომ ჩემი ხალხი მიყვარს და არ მინდა, ვინმეს რამე დაუშავდეს.

"სუსტად გრძნობს თავს, სახის ფერზეც ეტყობა..." - მეუფე გრიგოლმა სააკაშვილი მოინახულა და წმინდა წერილი გადასცა

"ბუნებრივია, ამდენი დღის შიმშილობის შემდგომ, სუსტად გრძნობს თავს, რაც მე შევატყვე, თუმცა მხნეობას არ კარგავს. ეტყობა სახის ფერზეც, მოძრაობა ცოტა შენელებული აქვს", - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ბოლო ორი დღე ორი ადამიანი საუბრობდა ჩემზე, ღარიბაშვილმა თქვა, უნდა მოკვდეს თვითმკვლელობის გზით ან კრიმინალებთან გადაყვანითო და მეორე, ჩემთან იყო მეუფე გრიგოლი, რომელთანაც საოცარი საუბარი მქონდა და მან ჟურნალისტებს უთხრა – სამშობლო უფრო მაღლა დგას, ვიდრე ჩვენი პირადი ბოღმა და ამიტომ, პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გადარჩეს და თავისუფალი იყოს, რათა თავის სამშობლოს გამოადგესო. მეუფე გრიგოლთან ერთად, ჩვენ ერთხელ უკვე გამოვადექით სამშობლოს, როდესაც ფოთის ტაძარი მორწმუნეთათვის ძველი ბრწყინვალებით აღვადგინეთ და ცალკე თეატრი ავაშენეთ.

რა თქმა უნდა, ამჯერად არ მსურს არცერთი თანამდებობა ან პოსტი, ხვალ თქვენ გადაწყვეტთ, ღარიბაშვილის მიერ საჯაროდ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი აღსრულდება ჩემს მიმართ, თუ მეუფე გრიგოლის წინასწარმეტყველება, რომ მე კიდევ გამოვადგები ჩვენს სამშობლოს.

თითოეულ თქვენს ხმაზე და არჩევნებში მონაწილეობაზეა დამოკიდებული, ვიცოცხლებ, თუ მოვკვდები. იცოდეთ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, მაინც მეყვარებით და უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ამ სიყვარულმა ჩამომიყვანა და ეს სიყვარული მაცოცხლებს საკვების გარეშე მთელი თვე“! – წერს სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ხვალ საქართველოში არჩევნების მეორე ტური იმართება.