სამწუხაროდ საქართველოში პროცესები ისე მიმდინარეობს, როგორც რუსეთში, – ამის შესახებ უკრაინის დუმის დეპუტატმა ლიზა იასკომ რუსთავის ციხესთან განაცხადა.
ლიზა იასკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ყველა უფლება, რომელიც მას აქვს ირღვევა, რაც ძალიან საშიშია. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პროცესები ისე მიმდინარეობს, როგორც რუსეთში. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლე ახლა ქართველი ხალხის ხელშია. ამ მომენტისთვის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაგრძელება საქართველოზეა დამოკიდებული.
ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ მისი ჯანრმთელობა დაცული იყოს და ის საავადმყოფოში იმყოფებოდეს და დაცული იყოს. სამწუხარდოდ ახლა ეს არ ხდება. ახლა ყველაფერი ქართველ ხალხზეა დამოკიდებული”, – აცხადებს ლიზა იასკო.
