LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: შეცდომა ვერასდროს ვერ დაერქმევა ხალხის წამებას, ღირსების გაუქმებას, ბიზნესის წართმევას

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი რუსეთზე ნარატივს 9 წელია არ ცვლის. მისი თქმით, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, ვისი დახმარებით მიიღო სარგებელი რუსეთმა და ეს ხომ არ იყო სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა.“

აღნიშნულის შესახებ მდინარაძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებების შეფასებისას, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გია ვოლსკი: სააკაშვილის სიტყვები დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა

მდინარაძის თქმით, საზოგადოებამ ქმედებებით უნდა განსაჯოს, რომელი პარტია ეხმარება რუსეთის საქმეს. მდინარაძემ ექსპრეზიდენტის „რუსული ნარატივს“ „სპეკულაციური და ბინძური“ უწოდა.

შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ალტერნატიული ისტორია

მამუკა მდინარაძის განცხადებით, როდესაც ცდილობენ „სასტიკი დანაშაულის გადაფარვას, არქმევენ შეცდომებს“.

„შეცდომა ვერ დაერქმევა ვერასდროს იმ ხალხის წამებას, იმ ხალხის ღირსების გაუქმებას, რომელიც ამ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა, ბიზნესის წართმევას ვერ დაერქმევა შეცდომები, ეს არის უდიდესი დანაშაულები და ცუდი ქმედებები, რომელზეც ყველამ უნდა აგოს პასუხი“, – განაცხადა მდინარაძემ.

მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, სააკაშვილი 2 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, დანარჩენ ბრალდებებს კი, სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებასაც გამოიტანს.

„ოღონდ ისეთ სასამართლოში კი არა, მას რომ ჰქონდა, ჟურნალისტებს ფეხი რომ არ ჰქონდათ დადგმული არც ერთ პროცესზე, საუბარი აღარაა იქ რაღაცა პირდაპირ ეთერში ჩართვაზე და ტრანსლირებაზე, არამედ ისეთ სასამართლოში, რომელიც რეალურად დამოუკიდებელია, რაც უნდა სხვა „პიარი“ ალაგონ, სასამართლოზე, რომელმაც დღეს მსჯავრდებული ჩართო პირდაპირ ეთერში, რასაც ვერ წარმოიდგენდა ის რომ პრეზიდენტი ყოფილიყო“, – განაცხადა მდინარაძემ.

დავითულიანი სააკაშვილზე: ეს იყო დრომოჭმული ავტოკრატის აბსურდული, საკუთარი მსხვერპლების მიმართ ნულოვანი ემპათიის და სინანულის შეგრძნების მქონე ადამიანის გამოსვლა

მამუკა მდინარაძეს ჟურნალისტებმა სასამართლოს წინ მიმდინარე აქციაზეც ჰკითხეს, კერძოდ კი, შეახსენეს ოპოზიციის განცხადებები, რომელთა მიხედვითაც, სააკაშვილის პროცესის დროს სასამართლოს წინ აქცია არ გაიმართებოდა.

გივი მიქანაძე: ყველამ იცის, მათ შორის დასავლელმა პარტნიორებმა, რომ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, დანაშაული ჩაიდინა და შესაბამის სასჯელს იხდის

„უგულავამ, მისმა ერთ-ერთმა ახლად წამოწეულმა ლიდერმა, იმიტომ რომ რადიკალიზმით გამოირჩევა ეს ადამიანი, გარდა იმისა, რომ ათეულობით მილიონი ლარის მოპარვაზე აქვს მსჯავრდება, თქვა, რომ სადაც გადაიყვანდნენ კლინიკაში, იქ გვქონდაო ეს დათქმაო, სიტყვაზე დაიჭირა ერთ-ერთი ჟურნალისტი, მე არ მითქვამს, სასამართლოს წინ არ იქნება აქციაო. პატარა ბავშვები რომ თამაშობენ, არ ვიცი ბავშვებს რას ვერჩი, ეს სიტყვა თქვი? არა, ის სიტყვა ვთქვი – დაახლოებით, ამ დონეზე არიან დასულები.

რეალურად დღეს ხომ გამოჩნდა, რისთვის სჭირდებოდათ ბრალდებული სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში? იმისთვის, რაც დღეს დადგეს და რაც ვერ დადგეს, იმისთვის კიდევ უფრო“, – განაცხადა მდინარაძემ.