„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერისა და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სიტყვები „დრომოჭმული იმპერატორის“ განცხადებებს ჰგავდა.
მისი თქმით, ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს, საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ბიძინა ივანიშვილი და 2012 წლის ცვლილება.
„მე არა მგონია, რომ მხოლოდ ეს განცხადებები იყო რაიმე ახალი აღმოჩენა, პირიქით, რაღაც დრომოჭმული იმპერატორის განცხადებებს ჰგავდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ილაპარაკა დემოკრატიაზე.
მაგრამ ამის უკან დევს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ უფრო კარგად უნდა დავუფიქრდეთ, თუ საით მიდიოდა სახელმწიფო, რომ არა ცვლილება, რომელიც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოხერხდა“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გია ვოლსკიმ.
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილისგან კიდევ ერთხელ მოვისმინეთ საქართველოს ალტერნატიული ისტორია
