LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამია: სააკაშვილის ეს განცხადება უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობის და შინაარსის ტექსტია

მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, ნიკა გვარამია ექსპრეზიდენტის მიმართვას, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა, ისტორიული მნიშვნელობის განცხადებად აფასებს.

სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს და გიორგი მარგველაშვილს გორის ჰოსპიტალში პრეზიდენტების შეხვედრას სთავაზობს

“საქართველოს ისტორიაში პირველად და უკანასკნელად ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებასთან ერთად, სააკაშვილის ეს განცხადება უზარმაზარი ისტორიული მნიშვნელობის და შინაარსის ტექსტია.

პირველიც და მეორეც მხოლოდ უაღლესი კლასის და უდიდესი მასშტაბის სახელმწიფო მოღვაწეს (Statesman) შეეძლო გაეკეთებინა”,- წერს ნიკა გვარამია.

მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მხარს უჭერს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გაჟღერებულ წინადადებას სამი პრეზიდენტის შეხვედრის თაობაზე.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლის საპასუხოდ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილისგან შეწყალებას არ ითხოვს.