LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძეების ოჯახური იდილია: ანუკი არეშიძე ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონიისას გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს

გუშინ, თბილისში ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა. პარლამენტის შენობის წინ მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთებას ათასობით ადამიანი დაესწრო.

ცერემონიაში თბილისის მერი კახა კალაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობდნენ.

ისინი ოჯახებთან ერთად მივიდნენ ნაძვის ხესთან, რათა ქვეყნის მოსახლეობისთვის მომავალი 2022 წელი მიელოცათ.

“გვიყვარდეს ერთმანეთი და ერთიანი შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ” – კახა კალაძე ოჯახთან ერთად

ნაძვის ხის ანთებას წინ კონცერტი უძღოდა, რომელიც ცერემონიის შემდეგაც გაგრძელდა.

დიზაინერი ანუკი არეშიძე გუშინდელი საზეიმო ცერემონიიდან რამდენიმე ფოტოს აქვეყნებს საკუთარ “ინსტაგრამ” გვერდზე.