LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ზღვამ ქალის ცხედარი გამორიყა

ბათუმში ზღვამ შუახნის ქალის ცხედარი გამორიყა.

არსებული ინფორმაციით, შუა ხნის ქალის ცხედარი ზღვამ გუშინ დილით გამორიყა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.