LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორის ჯონსონი: უკრაინაში შეჭრა, რუსული პერსპექტივიდან, იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი – რუსეთი ახალ ჩეჩნეთს რისკავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში „ახალ ჩეჩნეთს რისკავს“, რაც სისხლისღვრას და შესაძლო ეკონომიკურ სანქციებს გამოიწვევს.

„უკრაინაში შეჭრა, რუსული პერსპექტივიდან, იქნება მტკივნეული, ძალადობრივი და სისხლიანი საქმე”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

გუშინ კი, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის მთავრობა „კიევში პრორუსი ლიდერის დაყენებას გეგმავს.“

ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისში აღნიშნეს, რომ პოტენციურ კანდიდატად ყოფილი უკრაინელი დეპუტატი ევგენი მურაევი განიხილება.

CNN-ის წყაროს ინფორმაციით კი, კრემლის გეგმებთან დაკავშირებით უკრაინაში პრორუსი ლიდერის მოყვანის შესახებ აშშ-ს დაზვერვასაც იგივე ინფორმაცია აქვს, რაც დიდ ბრიტანეთს.