LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთ -უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში საქართველო დაახლოებით 240 მილიონ დოლარს დაკარგავს“ / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

რუსეთსა და უკრაინას შორის დაძაბულობა ისევ გრძელდება. არ არის გამორიცხული ორ ქვეყანას შორის საომარი მოქმედებების დაწყებაც. რუსეთის აგრესიის შემთხვევაში უკრაინას თავდაცვითი ომის წარმოება მოუწევს.

დასავლეთის სახელმწიფოები უკვე აანონსებენ იმ სანქციებს, რასაც რუსეთს დააკისრებენ ომის დაწყების შემთხვევაში.

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს საქართველოს ეკონომიკაზე? „თიბისის“ მთავარმა ეკონომისტმა უკვე დაითვალა.  ოთარ ნადარაია მოლოდინებზე რადიო „ფორტუნას“ ესაუბრა.

– ბატონო ოთარ, როგორია თქვენი პროგნოზი, ორივე ქვეყანასთან საკმაოდ აქტიური სავაჭრო ურთიერთობა გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია გზავნილები, რომელიც რუსეთიდან გვაქვს.

რა დანაკლისი შეიძლება მივიღოთ და რა რისკები და გამოწვევები გაჩნდება საქართველოს ეკონომიკისთვის რუსეთ – უკრაინის დაძაბულობის კონფლიქტში გადაზრდა.

– თქვენს მსმენელსა და მკითხველს გულახდილად რომ ვუთხრა, ძალიან რთულია ამ რისკების შეფასება, პირველ რიგში იმ სცენარის გათვალისწინებაა რთული როგორც შეიძლება, განვითარდეს მოვლენები, რთულია იწინასწარმეტყველო,  რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, ძნელია წინასწარ თქვა. ასევე რთულია განსაზღვრო, რა ტიპის სანქციები განხორციელდება რუსეთის მიმართ და როგორი სანქციები იქნება დაწესებული.

ჩვენ მაინც ვეცადეთ, შესაძლო სცენარის განვითარების რისკები დაგვეთვალა. 

თუ ჩვენ გვექნება საომარი კონფლიქტი, ვვარაუდობთ, რომ ის არ გაგრძელდება დიდი ხნის განმავლობაში.
რუსეთზე სანქციები დაეკისრება, თუმცა ამაში არ იგულისხმება სისტემიდან საერთოდ გათიშვა. ვფიქრობთ, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა.

წინა კრიზისებიდან გამომდინარე ნავთობის ფასი გავითვალისწინეთ. 2015 წლის კრიზისის დროს რუსეთში  არამარტო სანქციები და  საომარი კონფლიქტები იყოო, არამედ მოხდა დოლარის საერთაშორისო გამყარება. ყველაფრის გათვალისწინებით, რაც შევძელით, ვფიქრობთ, რომ ასეთი სცენარის განვითარების შემთხვევაში 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა დაახლოებით 10 %-ით შემცირდება.
რუსეთის შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ რეცესია 1-2 პროცენტით იქნება შემოფარგლული, მეტი – არა.

რაც შეეხება ვალუტის კურსებს, რუბლის დაახლოებით 15 %-იანი გაუფასურება მოხდება და 40 %-ით გაუფასურება გრივნა. გაუფასურების ტემპები ბევრად უფრო ნაკლებია, რაც 1995 წელს იყო.

ჩვენთვის ამ ქვეყნის ბაზრები მატერიალურად მნიშვნელოვანია. 2021 წლისთვის დაახლოებით 20 % იყო ამ ბაზრებიდან შემოდინებები.
მნიშვნელოვანია, რომ იგივე ექსპორტის კატეგორიებიდან ძალიან ბევრი ე.წ სასაქონლო პროდუქტი, (იგივე მეტალები და თხილი), რომლის ფასიც საერთაშორისო ბაზრებით განისაზღვრება, დამოკიდებული არაა ერთი რომელიმე ქვეყნის ბაზარზე. მისი ჩანაცვლება შედარებით მარტივია, იგივე ღვინისგან განსხვავებით, რომლის სხვა ბაზრით ჩანაცვლება, რაც რუსეთშია გათვლილი საკმაოდ რთული და არარეალურია.

მიამიტური იქნება თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ამაზე ფიქრი.

ასევე გავითვალისწინეთ იმპორტის წილი. საკმაოდ მაღალია რეექსპორტის წილი, იგივე სპილენძს მაღალი კატეგორია აქვს.

ღვინოს თუ ავიღებთ, 50 % -ია  იმპორტის წილი.

უკრაინაში დაახლოებით მილიონი დოლარის მანქანებია. ბუნებრივია, კონფლიქტს ნეგატიური გავლენა ექნება  იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ბიზნესში არიან.

ტურიზმის სექტორის შეფასებისას გავითვალისწინეთ, რომ აღდგენის დინამიკა გვაქვს საკმაოდ ძლიერი.
ვფიქრობთ, რომ რუსეთიდან კონფლიქტის შემთხვევაშიც ზრდა გვექნება, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები, ვიდრე გვექნებოდა, ეს კონფლიქტი რომ არ იყოს.
საამისო არგუმენტია ის, რომ ტურიზმის სექტორი ძალიან სწრაფი აღდგენის რეჟიმშია განსხვავებით ექსპორტისაგან.

– დაახლოებით რამდენი მილიონი დოლარი შეიძლება დაგვაკლდეს და ეს როგორ იმოქმედებს ლარი -დოლარის გაცვლით კურსზე?

-ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და შეგვიძლია ამ ყველაფრის ნახვა „თიბისი“ კაპიტალის ორშაბათის პუბლიკაციაში. ყველაფერი რომ შევაჯამოთ და გავითვალისწინოთ, რომ დაახლოებით 50 %-იანი ვარდნა იქნება უკრაინიდან საქართველოში და დაახლოებით 10 % რუსეთიდან, თუ მთლიანად შევაჯამეთ და დავუმატებთ ამას სხვა რეგიონებიდან წარმოშობილი ნეგატიურ მომენტებს, (იგივე სომხეთის ეკონომიკაც დამოკიდებულია რუსეთზე ) დანაკლისი დაახლოებით 240 მილიონი დოლარი იქნება.

დავაზუსტებ, რომ ეს არის არა შემცირება 2021-თან, არამედ 2022 წლის საბაზო სცენართან შედარებით. კონფლიქტი რომ არ მოხდეს, რამდენი გვექნებოდა ჩვენ სავალუტო შემოდინებები ამის გათვალისწინებით.

მთლიანობაში ეკონომიკის ზრდა რომ შევაფასოთ, დაახლოებით 1, 5 % პუნქტია. თუ საბოლოო სცენარში ზრდა გვაქვს 5. 5 %, დაახლოებით 4 %-მდე შემცირდება ზრდა კონფლიქტის შემთხვევაში. რაც შეეხება ლარის კურსს, ეს არაა ისეთი რამ, რისი დაბალანსებაც არ შეიძლება, ლარის გაუფასურებასთან ერთად დაემატება გრივნისა და რუბლის „გათავისუფლება“. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 10 %-მდე მოხდება ლარის კორექცია.

– გასაგებია, საკმაოდ პესიმისტურია ეს პროგნოზები, იმედი ვიქონიოთ, რომ ღია სამხედრო ესკალაციაში არ გადაიზრდება და რუსეთი უკან დაიხევს იმ სანქციების გათვალისწინებით, რასაც მას დასავლეთის სახელმწიფოები უყენებენ.
დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების ახალი განაკვეთი გამოაქვეყნა. მოსალოდნელია, რომ ხვალ გვეცოდინება იანვრის ინფლაციაც.

ჩემი ვარაუდია, რომ მნიშვნელოვნად არ შეიცვლება რეფინანსირების განაკვეთი, დაახლოებით იგივე იქნება. ნავარაუდევია, რომ ინფლაცია მეორე კვარტალიდან დაიწყებს კლებას.

თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?

– ბოლო თვეების წლიური ინფლაცია მაღალია, მაგრამ ყოველთვიურ პროცესს თუ შევხედავთ, უკვე დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიური ინფლაცია შემცირებას ძალიან აგრესიულად დაიწყებს.

მართალი გითხრათ, ვერ ვხედავ ამ ეტაპზე განაკვეთის გაზრდის აუცილებლობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მარტიდან უნდა დაიწყოს შემცირების ციკლი საპროცენტო განაკვეთის. რა თქმა უნდა, ჩვენ რაც ვისაუბრეთ, შესაძლო გართულება უკრაინის კონფლიქტის შემთხვევაში, ეს ყველაფერი განაკვეთის გაზრდის წინაპირობებია.

თუმცა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2021 წელს განაკვეთი მაინც შემცირდება. ჩვენი აზრით, 2022 წელს თუ გეოპოლიტიკური სიტუაცია გამწვავდა, ვფიქრობთ, რომ მაინც შემცირდება, რადგან  საპროცენტო განაკვეთი ძალიან მაღალია ამ რეალობაში. იცით, რომ ბოლო აწევას არც ვფიქრობდით, ვვარაუდობდით, რომ 10-ზე შენარჩუნდებოდა და მერე დაიწყებოდა დაწევა, განაკვეთის აწევას შეიძლება ითქვას, გამოვრიცხავ.

-როგორც ვხედავთ საკმაოდ ბევრი გამოწვევაა საქართველოს ეკონომიკის წინაშე და ამ პირობებში პროგნოზირება ძალიან რთულია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, მით უფრო იმ ფონზე, რომ ბოლო 2 დღეში 50 ათასი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კორონავირუსის, მართალია, მათი უმრავლესობა მარტივად მიმდინარეობს, თუმცა ძალიან მზარდია ეს რიცხვი და ვნახოთ, როდის გაჩერდება ეს ყველაფერი.
იმედი ვიქონიოთ, რომ 2022 წელი უფრო წარმატებული იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ვიდრე 2021 წელი და მით უფრო 2020 წელი იყო.