როგორც მოგეხსენებათ ცივ ამინდში უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა თუ რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ სურდოს და გაციებას, თუმცა ეს პრობლემა თითქმის ყველა წლის ყველა პერიოდს ახლავს თან.
გაციების დროს ძალიან სასიამოვნოა აბაზანა ქვედა კიდურებზე. წყლის ტემპერატურა 37 გრადუსი უნდა იყოს. ამის შემდეგ დაამატეთ ცხელი წყალი იქამდე, სანამ წყლის ტემპერატურა ასატანი იქნება. აბაზანის მიზანია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება. ქვედა კიდურების გაცივება ზედა სასუნთქი გზების სისხლის მიმოქცევის გაუარესებას იწვევს, რაც თავის მხრივ, ზრდის დასნებოვნების შანსს. თბილი ფეხები პირიქით ააქტიურებს იმუნურ დაცვას. ძველი რეცეპტია წინდებში მდოგვის ფხვნილის ჩაყრა და ასე დაწოლა დასაძინებლად. როგორც ამბობენ, ეს ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას, მაგრამ მისი გამოყენებისას მაინც სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით შაქრიანი დიაბეტის დროს.
პირშუშხას ახლადგამოწურულ წვენს სურდოს სამკურნალოდ ძველთაგანვე იყენებდნენ შაქართან და ვაშლთან ერთად. თუ კი დღეში, ასეთი ნარევის რამდენიმე კოვზს მიირთმევთ, ცხვირით სუნთქვა გაგიიოლდებათ. საქმე იმაშია, რომ პირშუშხა შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებებს, რომლებიც ებრძვის ბაქტერიებს, ვირუსებს და სოკოს. ისინი კარგად გადაიტანება ორგანიზმის მიერ, ვინაიდან არ არღვევს ნაწლავების მიკროფლორას. გარდა ამისა, პირშუშხა აძლიერებს იმუნიტეტს.
რა თქმა უნდა ნიორი ერთ-ერთი საუკეთესოა სურდოს დროს. ნივრის ახლადგამოწურული წვენით დაასველეთ ბამბის ტამპონი და მოათავსეთ წინასწარ ვაზელინით დამუშავებულ ცხვირის ნესტოებში, მაგრამ მონაცვლეობით და არა ერთდროულად. პირშუშხაც და ნიორიც – ორივე შეიცავს ფიტონციდებს – აქროლად ანტისეპტიკებს. მთავარია ზედმეტი არ მოგვივიდეს, თორემ შეიძლება ადგილობრივად დამწვრობა განვითარდეს. გვირილით ინჰალაცია ასევე გავრცელებული მეთოდია სურდოს წინააღმდეგ. იყენებენ მენთოლით ან ქაფურით ინჰალაციასაც.
რაც შეეხება ექიმებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ინჰალაცია არაეფექტურია სურდოს დროს, მაგრამ ძალიან კარგია ქვედა სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როგორიცაა ტრაქეიტი და ბრონქიტი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ინჰალაციის ჩატარება სასურველი არ არის მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, განსაკუთრებით მენთოლით და ქაფურით, ვინაიდან შეიძლება სუნთქვის გაძნელება განვითარდეს.
