LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“ – გიული ალასანია სააკაშვილის საქმეზე

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საზღვრის კვეთის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.

სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. განცხადების გაკეთების შემდეგ კი სხდომა დატოვა.

“წავართვი რუსთავი, წავართმევ ბათუმს, ზუგდიდს… მოგიხდებათ პარაგრაფის ჭაობში ცურვა – საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი ჩამოსვლის შემდეგ”: სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს

სააკაშვილი: თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი და 1 დღეში შემოუშვეს – პირად ექიმს არ უშვებენ 5 კვირაა

“ივანიშვილს უყვარდა ხალხთან ლაპარაკი შუშის იქით და მე ვეშლები თავის თავში”- სააკაშვილს ადვოკატების გვერდით დაჯომის უფლება არ მისცეს

სააკაშვილი: პუტინი ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და აქაური ხელისუფლება რომ დამალულია, სულ ფეხებზე ჰკიდია

სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა განაცხადა, რომ მოწმეების დაკითხვით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ და შვილისთვის სამედიცინო დახმარების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ აქვს.

​„ადამიანი ითხოვს ჯანმრთელობის ადეკვატურ გამოკვლევას და შემდეგ საჭიროა შესაბამისი მკურნალობა, თუმცა მკურნალობაზე საუბარი ზედმეტია, თვენახევარია გასული და მისი პირადი ექიმი არაფრით შეუშვეს.

შეშვებაზე პასუხი არის, რომ მოთხოვნა პროცესშია, შეიძლება პროცესში იყოს ასეთი გადაწყვეტილება? ჩემი შვილის წინააღმდეგ სასამართლოში მომდინარე პროცესებზე არანაირი ილუზია არ მაქვს, ვაშლი მსხალი ვერ გახდება, რაც გვაქვს მართლმსაჯულება, ის გვაქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა, რომელიც სააკაშვილის მიმართ „არაადამიანურ მოპყრობას“ ეხება, რეაგირება მოეხდინა, არ დააკმაყოფილა.