LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 თებერვალს, ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, თურქეთში გაემგზავროს: მედია

თურქეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიზიტს 14 თებერვალს ელოდებიან, – ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, შესაძლოა, ეს 14 თებერვალი იყოს“, – აღნიშნა წყარომ.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის თურქეთში ვიზიტი ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.