LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წითელი და შავი – სანდრა ო და ჯოდი კომერი პოპულარული სერიალის ბოლო სეზონის  პრემიერაზე

27 თებერვალს მაყურებელი იხილავს ბოლო სეზონს გახმაურებული კრიმინალური სერიალისა „ევას მკვლელობისას“, სადაც მთავარ როლებს ჯოდი კომერი და სანდრა ო ასრულებენ. „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი მსახიობები უკვე გამოჩნდნენ წითელ ხალიჩაზე და სერიალის საპრემიერო ჩვენების მასპინძლები გახდნენ.

ორწლიანი მოლოდინი დასრულდა –  „ევას მკვლელობისას“ ბოლო სეზონი ყველაზე დაძაბული იქნება 

ამ დღეს ჯოდი კომერი „გუჩის“ ულამაზეს შავ ანსამბლში ბრწყინავდა. სანდრა ომ კი უფრო პროვოკაციული სამოსი შეარჩია და ყვავილებით გაფორმებულ წითელ ორეულში გამოჩნდა მედიასთან.