LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს! დიდება ჩვენს დამცველებს! დიდება უკრაინას!” – ზელენსკის ემოციური მიმართვა

“ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს. დიდება ჩვენს დამცველებს. დიდება უკრაინას,”-ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა რჩება ადგილზე და აგრძელებს ქვეყნის დამოუკიდებლობის დაცვას.

„საღამო მშვიდობისა. ფრაქციების ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი აქ არის, პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ყველა აქ ვართ. ჩვენი ჯარი აქ არის. მოქალაქეები აქ არიან. ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სახელმწიფოს. დიდება ჩვენს დამცველებს. დიდება უკრაინას“,-განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.